ანა დოლიძე: თინა ხიდაშელმა, საშუალება მომცა, საქართველოში დავბრუნებულიყავი

  18:04:37     15-05-2015

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ახლმა მოადგილემ ანა დოლიძემ თავდაცვის თემატიკასთან საკუთარ შეხებაზე ისაუბრა.

დოლიძის განცხადებით, თინა ხიდაშელმა მას საშუალება მისცა, ძალიან საპასუხიმგებლო თანამდებობაზე ემუშავა და საქართველოში დაბრუნებულიყო. 

დოლის თქმით, ის არის საერთშორისო სამართლის სპეციალისტი და აქვს სამეცნიერო თვალსაზრისით ნამუშევარი მსოფლიო საერთაშორისო თემებზე. მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

„მანამდე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფარგლებში ძალიან მჭიდრო და აქტიური მუშაობა მქონდა ამ სტრუქტურასთან. განსაკუთრებით, იმ სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც ჯარისკაცის უფლელბის დარღვევას ეხებოდა“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

თინა ხიდაშელის თქმით, ადამიანის უფლებების მიმართულებას დოლიძე ჩაიბარებს.