
ყაჩაღობა დიმში და გარდაცვლილი მოხუცი
18:19:09     13-05-2015
სოფელ დიმში 84 წლის სერიოჟა ნერგაძე, რომელიც მარტო ცხოვრობდა ახლობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ის ხელ-ფეხშეკრული, დანით დასერილი და თავგატეხილი იყო.
როგორც მისი შვილები აცხადებენ ეს მისი დაყაჩაღების პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით სერიოჟა ნერგაძე უკვე მეოთხედ დააყაჩაღეს. ბოლოს მას 3 ათას 500 ლარი წაართვეს. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა წინა შემთხვევის გამო ეჭვმიტანილები დააკავეს, თუმცა სამხილების არარსებობის გამო ისევ გაათავისუფლეს.
ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს დამნაშავეებმა მოხუცებულის სახლიდან. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და დაწყებულია გამოძიება.