წარმოუდგენელი აღმოჩენა - წყალქვეშა სასაფლაო (ფოტოები)

  14:17:09     13-05-2015

ფოტოგრაფმა, ბრენდი მიულერმა, რომელიც ასევე მყვინთავია, წყნარ ოკეანეში, როი-ნემურის კუნძულის მახლობლად, წარმოუდგენელი რაღაც აღმოაჩინა - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, 150-ზე მეტი თვითმფრინავი, 40 მეტრის სიღრმეში.

მიულერი, გარდა იმისა, რომ ფოტოხელოვნებითაა გატაცებული, ასევე, სანაპირო დაცვის სამსახურში მუშაობს და "დაივინგის" ინსტრუქტორია. ბრენდისთვის, მონაპოვარი, მოულოდნელი იყო: - " ჩაძირული გემების აღმოჩენა, ნორმალურია, რადგან ყველასთვის, ისედაც გასაგებია, რომ გემები იძირება, მაგრამ თვითმფრინავების აღმოჩენა, წყალქვეშ, უცნაურია. თვითმფრინავი, წყალს კი არა, ცას მიეკუთვნება. ამიტომ, მათი ხილვა, უჩვეულო, გასაოცარ და განსაკუთრებულ შეგრძნებას განიჭებს" - ამბობს ის.

თვითმფრინავები, არ იყო ჩამოგდებული ომის დროს. ისინი, განზრახ ჩაძირეს, გამარჯვების ნიშნად, 1945 წელს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვითმფირანვები, წლებია, წყალქვეშაა, მათი უმეტესობა, დიდწილად, შეგვიძლია, რომ დაუზიანებლად ჩავთვალოთ. მიულერის ფოტოებზე, სხვადასხვა საჰაერო, საბრძოლო ტექნიკის ხილვა შეგვიძლია.