
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლს ამკაცრებს
10:34:44     13-05-2015
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე ამბობს, ოზურგეთის შესაბამისი სამსახურები სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის თანახმად ახორციელებენ.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასტუმროებსა და საჯარო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურები სასტუმროების პროექტებს მშენებლობის დაწყებამდე მკაცრად აკონტროლებენ. უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობასზე და მხედველობის სამსახური ეტაპობრივად ამოწმებს და მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს მშენებლობის პროცესშიც.
მომხდარი ტრაგეტიის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლს მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო გაამკაცრებს, - აღნიშნავს თავაძე. ტრაგედია ქობულეთში გუშინ დილით დატრიალდა. აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.