თევზაძე ხიდაშელზე: მწყობრის წინ ამგვარად დგომა, ჯარის შეურაცხყოფაა
14:52:27     11-05-2015
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული
ერთობლივი სწავლება "ღირსეული პარტნიორი" გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ
ცერემონიალს ესწრებიან: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი , თავდაცვის
მინისტრი თინა ხიდაშელი, მთავრობის წევრები, აშშ-ის ელჩის მოადგილე.
თავდაცვის ახალი მინისტრი ჯარისკაცების წინაშე ჭრელ კოსტუმსა და კოსტუმზე მოცმული სამხედრო ფორმით წარსდგა. მოვლენის ამსახველმა ფოტომ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ხიდაშელს პროტოკოლს უწუნებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე და ამბობს, რომ მწყობრის წინ ამგვარად დგომა, ჯარის შეურაცხყოფაა.
"პრესა.ჯი" დავით თევზაძეს ესაუბრა.
- თავდაცვის მინისტრს პროტოკოლი დაუწუნეთ, თვლით, რომ ამგვარად მწყობრის წინ დგომა მწყობრის შეურაცხყოფაა? და რატომ?
- მას არაფერი არ ესაქმებოდა მწყობრთან. ასე არ უნდა დამდგარიყო, მით უფრო კოსტუმზე მოცმული სამხედრო ფორმით. ეს შეურაცხყოფაა. მინისტრმა პროტოკოლი უნდა დაიცვას.
- ზოგადად, როგორ აფასებთ ხიდაშელის მინისტრობას?
- ქალბატონი ხიდაშელი პოლიტიკოსია და თავდაცვის სამინისტროშიც პოლიტიკურ სავარძელში ჩაჯდა. მთავარია, გაირკვეს სად ზის ხიდაშელი.