ამერიკელი სამხედროები ქართველებს ეხმარებიან – სოციალური აქციები ჯარისკაცების მონაწილეობით

  10:50:42     12-05-2015

საქართველოში მყოფმა ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სოციალურ აქციებში მიიღეს მონაწილეობა.

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები, ამერიკელ სამხედროებთან ერთად, დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისაგან გაიწმინდა.

ჯარისკაცები საქართველოში ქალთა თავშესაფარ „კერასაც" ეწვივნენ და პატარები გაახარეს.
 
„გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ახალ ჯგუფს თავშესაფარში მოსვლა და მუშაობა სურდა. ისინი შესანიშნავი მისაბაძი მაგალითები არიან თავშესაფარში მცხოვრები პატარა ლუკასათვის". - ამბობს იულია მუშკუდიანი, „კერის" დამფუძნებელი.

ამერიკელი სამხედროები საქართველოში ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებიან.