გასული საუკუნის დასაწყისის ფერადი ფოტოები

  21:00:24     08-05-2015

ეს მშვენიერი, ატმოსფერული სურათები, ერთ-ერთია, ფერადი ფოტოების, პირველი სერიებიდან.
 
ფოტოგრაფმა, ეტელდრედა ლეინგმა, თავისი ორი ქალიშვილი - ჯანეტი და აირისი გადაიღო.
 
ლეინგი, ნიჭიერი მხატვარი იყო, ფერწერას, კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. მომავალში კი, აღმოაჩინა, რომ მინიატურების შექმნის ნიჭიც ჰქონდა.

1890 წლის ბოლოს, ფოტოხელოვნებამ გაიტაცა და თავის სახლში, ფოტოლაბორატორია ჰქონდა.
 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი საყვარელი მოდელები, შვილები იყვნენ და ძირითადად მათ უღებდა ფოტოებს, ზოგჯერ უჩვეულო ფორმაშიც.
 
წარმოგიდგენთ ლეინგის ნამუშევრებს: