პროკურატურის განცხადება
17:56:28     01-05-2015
პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე მიღებულ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული 2015 წლის 20 იანვარს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი დნმ-ი არ ეკუთვნის
შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლს.
"იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზა დასრულებულია, რომლის შედეგებსაც დაპირებისამებრ, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს. კერძოდ: გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის რ. ასანიძის გენეტიკური პროფილი არ არის ნივთმტკიცებებზე, შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი დნმ-ი არ ეკუთვნის რ. ასანიძეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, 2015 წლის 25 აპრილს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის - როინ ასანიძისაგან დაცვის მხარისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლების თანდასწრებით, აღებული იქნა დნმ-ის ნიმუში, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს.

2015 წლის 28 აპრილს, გ. სოსანაშვილის ადვოკატისა და გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის წარმომადგენლის თანდასწრებით საექსპერტო ბიუროში გაიხსნა მთავარ პროკურატურაში მათივე თანდასწრებით დალუქული დნმ-ის ნიმუში და ჩაუტრდა გენეტიკური კვლევა.