რა უნდა აუხსნას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საზოგადოებას?

  17:03:28     01-05-2015

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, - ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

„პრესა.ჯი“-მ, სამხედრო ექსპერტებს, ჰკითხა, თუ როგორ უყურებენ, ხიდაშელის შესაძლო დანიშვნას, აღნიშნულ პოსტზე.

მანამდე, გთავაზობთ,  2001 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც თინა ხიდაშელმა, სოჭში, ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე - "სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდობო პროცესის სტრატეგია", სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელ, - ბათალ კობახიასთან საუბრისას თქვა:  - "მე, ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას და არ მაქვს გეგმაში, სადმე წასვლა,  მაგრამ მინდა, ვიბრძოლო იმისათვის, რომ ჩემმა შვილებმა, იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორშიც მე მინდა. ჩემთვის, ეს, უმთავრესია. ვიმეორებ, რომ აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე, -  ჩემთვის, ყველაზე მცირე პრობლემაა.

 არ ვიცი, როგორ გადაწყდება. ვიცხოვრებთ სხვადასხვა ქვეყნებში, თუ არა, მაგრამ აფხაზები, ალბათ, თავად გადაწყვეტენ, როგორ და ვისთან ურჩევნიათ ყოფნა - რუსული,  ქართული, თუ რამე სხვა ორიენტაციით..."

სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელმა, - ბათალ კობახიამ, მაშინ, ხიდაშელს უთხა:

 -  „როდესაც აფხაზეთზე საუბრობთ, მას, საქართველოს ნაწილად მიიჩნევთ. ამიტომაც ვსაუბრობთ, მხოლოდ საქართველოზე",  რაზეც ხიდაშელმა უპასუხა:  

- "ბათალ, არ ვგულისხმობ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია".

ექსპერტები, ნიკა ჩიტაძე და ირაკლი ალადაშვილი, თანხმდებიან, რომ ხიდაშელმა, ამ განცხადებაზე, მკაფიო განმარტება უნდა გააკეთოს.

"პრესა.ჯი", ამ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტებს გაესაუბრა:

როგორი თავდაცვის  მინისტრი იქნება თინა ხიდაშელი?  

ირაკლი ალადაშვილი: - ეს, მის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა უნდა აჩვენოს. ზოგადად,  კომენტარს რაც შეეხება,  უარყოფითად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ თავდაცვის მინისტრები,  ასე ხშირად იცვლებიან.

- საჭიროა თუ არა, გარკვეული სამხედრო გამოცდილება, იმისათვის,  რომ გახდე თავდაცვის მინისტრი და აქვს თუ არა, ეს გამოცდილება, თინა ხიდაშელს?

- თავდაცვის მინისტრის პოსტი, არის სუფთა პოლიტიკური. არ არის აუცილებელი, რომ  თავდაცვის მინისტრი, სამხედრო იყოს, გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით.

თავდაცვის მინისტრმა,  პოლიტიკა უნდა წარმართოს. ხიდაშელს კი, დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. თუმცა, გულწრფელად ვამბობ, რომ ამხელა და ამ მნიშვნელობის უწყების მართვა,  საკმაოდ რთულია.

- თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი,  2001წელს, არ მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.

- ამაზე კომენტარს, ვერ გავაკეთებ,  სამხედრო თემატიკაზე ვისუბროთ. ალბათ, მისი მხრიდან, გაკეთდება განცხადება.

ექსპერტი, - ნიკა ჩიტაძე, მიიჩნევს, რომ ხიდაშელი, კარგი იურისტია, თუმცა, უჭირს ხიდაშელის კომპეტენციაზე საუბარი,  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

-  თავდაცვის სამინისტროს, სავარაუდოდ, თინა ხიდაშელი ჩაუდგება სათავეში. როგორ აფასებთ მის კანდიდატურას?

- თავდაცის მინისტრად, პირველად, ქალი ინიშნება. ეს,  რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ფაქტია. დემოკრატიულ ქვეყნებშიც, მსგავსი შემთხვევა,  იშვიათი გამონაკლისია.

ამასთან ერთად,  ქბ-ნი თინა,  პროდასავლური ორიენტაციის  გახლავთ. ამიტომ, შესაძლებელია, რომ პრემიერის მიზანი, იყო გარკვეული კითხვის ნიშნების შემდეგ, დაემტკიცებინა, რომ მთავრობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, საგარეო კურსი, არ შეუცვლია.

ხიდაშელის დანიშვნის, უარყოფითი ასპექტები, იმაში მდგომარეობს, რომ მას, პოლიტიკური გამოცდილება აქვს, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის,  გახლავთ ძლიერი იურისტი და წონადი პარლამენტარი, თავდაცვის  მინისტრობას კი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება სჭირდება.

 ალბათ, მომავალი გვიჩვენებს, რამდენად კომპეტენტური იქნება ის, ამ პოსტზე.

- ხიდაშელს, სოჭში,  2001 წელს, აფხაზეთზე გაკეთებული განცხადება გაუხსენეს.  მაშინ,  ხიდაშელი არ მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი, საქართველოს ნაწილია.

- ამ განცხადებას, აუცილებლად სჭირდება განმარტება. მან ,უნდა აუხსნას მოსახლეობას, რას გულისხმობდა – აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში, თუ სხვა რამეს...