ყველაფერი, რაც TBILISI OPEN AIR-ზე წასვლამდე უნდა იცოდე
03:51:54     30-04-2015
Hualing ჯგუფი და "ალთერვიჟენი" წარმოგიდგენთ ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს TBILISI OPEN AIR 2015
PLACEBO, ARCHIVE, ZEMFIRA , BETH HART, BLACK LABEL SOCIETY, AQUARIUM, TIGER LILLIES, KOLLEKTIV TURMSTRASSE, GUI BORATTO, STEPHAN BODZIN და 70-ზე მეტი არტისტი და ბენდი იქნებიან წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები.
TBILISI OPEN AIR 2015 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩატარდება ახალ ლოკაციაზე: "ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში". წელს ფესტივალი ხუთი დღის განმავლობაში უმასპინძლებს მსმენელს.
თავისუფალი გარემო, მწვანე მინდორი, მზე, ზღვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმის, რასაც ორგანიზატორები გვპირდებიან. TBILISI OPEN AIR 2015-ზე წარმოდგენილი იქნება სამი დამოუკიდებელი სცენა, რომელიც დღე და ღამე იმუშავებს.
ბილეთების გაყიდვა იწყება დღესვე, 29 აპრილიდან, დილის 11 საათიდან, სპორტის სასახლის წინ განთავსებულ ფესტივალის სალაროებსა და ონლაინ, tbilisiopenair.ge-ზე.
ბილეთის ფასები:
29 აპრილი - 8 ივნისი
აბონიმენტის ფასი = 110 ლარი
3 ივლისი - 40 ლარი
4 ივლისი - 40 ლარი
5 ივლისი - 30 ლარი
6 ივლისი - 30 ლარი
7 ივლისი - 50 ლარი
8 ივნისი - 7 ივლისი
აბონიმენტი - 130 ლარი
3 ივლისი - 45 ლარი
4 ივლისი - 45 ლარი
5 ივლისი - 35 ლარი
6 ივლისი - 35 ლარი
7 ივლისი - 60 ლარი
TBILISI OPEN AIR 2015, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში ინფრასტრუქტურულად სრულად გამართულ, საფესტივალო ქალაქის პრინციპით მოწყობილ გარემოს დაახვედრებს ფესტივალზე მოსულ მსმენელებს.
ინტერესი ფესტივალის მიმართ ძალიან დიდია, მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი.
შეგახსენებთ, რომ TBILISI OPEN AIR არის ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელმაც სტარტი 2009 წელს აიღო. ფესტივალი წლიდან წლამდე განიცდის განვითარებას და უფრო და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელებისთვის.
adami.ge