ტარტალეტკები

  03:48:58     30-04-2015

ინგრედიენტები: კვერცხის გული 4 შაქარი 1 ჭიქა არაჟანი 200 გ კარაქი 200 გ ფქვილი 400გ დაახლოებით ვანილი გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ
კვერცხის გულისა და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი, შეურიეთ დარბილებული კარაქი და არაჟანი, აქციეთ ერთიან მასად.

დაამატეთ გამაფხვიერებელიც ან სოდა-ძმრით. ხის კოვზით ან ხელით შეაზილეთ ფქვილი.

ცომი უნდა გამოვიდეს ფაფუკი, მაგრამ ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ;

ფიგურულ ფორმებში წაუსვით ცხიმი. ცომი დაყავით პატარა ბურთებად და ჩადეთ ფორმის შუა გულში, თითების მეშვეობით ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად ფორმის მთელ გვერდებზე და ძირზეც, თავისთავად.
შემდეგ ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ ცომი ფორმის ძირზე და შედგით წინასწარ 180 გრ გახურებულ ღუმელში.

როცა გამოცხვება - გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ მასში გაცივებამდე.

შეავსეთ თქვენი გემოვნებით და ფანტაზიით. ტრადიციულად ჯერ ჯემს დებენ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, შემდეგ მოხარშულ კრემს, შემდეგ კი ბეზეს, რომელიც იმ ცილისგან ითქვიფება, რომელიც ცომის მომზადებისას მოგვრჩა, ასევე რთავენ ხილით, შოკოლადის მინანქრით..