ვაკეში "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილი მძიმედ დაჭრეს

  02:01:47     29-04-2015

კიდევ ერთი დაჭრა, ამჯერად ვაკეში. მცხეთის ქუჩაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, თენგიზ ხუბულოვის შვილი მძიმედ დაჭრეს.

“პრესა.ჯი”-ს ინფორმაციით, მას 8 ტყვია ესროლეს. დეპუტატის შვილი, სროლის მომენტში საკუთარი სახლის სიახლოვეს, მანქანაში იმყოფებოდა. დაჭრილს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. 

თუმცა, მიუხედავად იმისა რომ დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, შსს-მ გამოძიება 118 მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.