ეს არ ჭამოთ! - მავნე პროდუქტები, რომელთა მიღებაც კატეგორიულად დაუშვებელია

  01:51:09     29-04-2015

მავნე პროდუქტების რაოდენობამ დღევანდელი სუპერმარკეტების თაროებზე ბევრად გადააჭარბა სასარგებლოს. მწარმოებლები და მარკეტოლოგები აშკარად ატყუებენ მომხმარებელს, როცა თავიანთი საქონლის მხოლოდ ღირსებაზე უამბობენ, ხოლო მათ შემადგენლობას და სიმართლეს მალავენ წვრილი შრიფტისა და უცნაური კომპონენტების მიღმა. საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოები ზრუნავენ, მაგრამ რა უნდა ჭამოს და რისგან თავი შეიკავოს - ყველა ადამიანი თავად წყვეტს.

ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე მავნე საკვები პროდუქტები, რომელთა მიღება ადამიანისთვის კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ისინი მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტები:

1. არაქისი. შეყვანილია პეტუნიის გენი, საშინლად შხამიანი ნივთიერება. არაქისს მწერებიც კი არ ჭამენ.
2. დაკონსერვებული მწვანე ბარდა.
3. დაკონსერვებული სიმინდი.
4. იმპორტული კარტოფილი.
5. კიბორჩხალის ჩხირები (კიბორჩხალის ესენცია, რომელიც სოიოშია შერეული).
6. კაკაო.

სიმინდის ბურბუშელა და შაქრიანი ჩხირები

თქვენ ხშირად ყიდულობთ სიმინდის ბურბუშელას და ჩხირებს ? - კარგი, მაგრამ ისინი აუცილებლად უშაქრო უნდა იყოს! იმიტომ, რომ შაქარს წარმოებაში არ იყენებენ. შაქარი 140 გრადუსზე იწვის. ამიტომ ტკბილეულში იყენებენ შაქრის შემცვლელებს, მოცემულ შემთხვევაში - ციკლომატს.

შაქრისშემცვლელები

მიუხედავად იმისა, რომ შაქრისშემცვლელი კალორიებს არ შეიცავს და ეკონომიურობით გამოირჩევა, მათი ბრმად ნდობა მაინც არ შეიძლება. როგორც ირკვევა, იგრძნობს თუ არა ტკბილ გემოს, ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ფიქრობს, რომ მიიღებს ნახშირწყლებს, მაგრამ სულ ტყუილად. ასეთი "ტყუილის" შემდეგ ნებისმიერი ნახშირწყალი, რომელიც ამგვარი "გზავნილის" შემდეგ ორგანიზმში 24 საათის განმავლობაში მოხვდება, ძლიერი შიმშილის შეგრძნებას იწვევს. ამიტომაც შაქრისშემცვლელის მიღება არ შეიძლება. 

ნაკლებმარილიანი ქაშაყი პლასტიკატის შეფუთვით

ასეთი ქაშაყი მხოლოდ ზეთში ინახება და არა ძმარსა და ღვინოში. თუ ნაკლებმარილიანი ქაშაყი ზეთის გარეშე შეგხვდათ, ესე იგი მასში უროტროპინია დამატებული.

ფაფები და ბურღული, არომატიზატორებითა და საღებავები ნივთიერებებით

ესაა ქიმიური ნივთიერებები სხვადასხვა არომატით - ხილის, კენკრის და ა.შ. მათ შემადგენლობაში ნატურალური არაფერია.

საწუწნი კანფეტები, ბარბარისი

დღეისათვის გამოიყენება ისეთი ძლიერი ქიმიური ესენციები, რომ თუ თქვენ ოდნავ დასველებულ საწუწნ კანფეტს მაგიდის გადასაფარებელზე დატოვებთ, ის ამოჭამს არა მარტო გადასაფარებელს, არამედ თავად მაგიდის ლაქსაც კი. იგი ანადგურებს პლასტიკატსაც და წარმოიდგინეთ, რას უზამს თქვენს კუჭს.

წითელი ნაკლებმარილიანი ხიზილალა

პრინციპი აქაც იგივეა. წითელი ხიზილალა დიდხანს არ ინახება. ის უნდა იყოს მხოლოდ გაყინული ან ძლიერ დამარილებული. თუ ნაკლებმარილიანი იყიდება, ესე იგი მასში დამატებულია ან უროტროპინი ან ლიმონმჟავა. შეიძლება დამატებული იყოს რამე სხვა ქიმიური საშუალებაც.

ნატრიუმის გლუტამატი

არ შეიძლება მიირთვათ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ E-621 (ნატრიუმის გლუტამატი). აიღეთ თქვენს მიერ არჩეული პროდუქტის პაკეტი, წაიკითხეთ შემადგენლობა თუ მასში აღმოაჩენთ E-621-ს (ნატრიუმის გლუტამატი), საერთოდ არ იყიდოთ. ნატრიუმის გლუტამატი გემოს გამაძლიერებელია. დღეისათვის მას ამატებენ ყველაზე მოულოდნელ პროდუქტსაც კი, რათა მასზე "შესვან" მოსახლეობა. ამიტომ იყავით ყურადღებით! უკეთესია გამოიყენოთ ბუნებრივი პროდუქტები: მარილი, შაქარი, წიწაკა და ა.შ. ოღონდ არავითარ შემთხვევაში ნატრიუმის გლუტამატი.

ტრანს-ცხიმები

არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ 72,5%-იანი კარაქი! ეს წყალბადით გაჯერებული დაბალი ხარისხის მცენარეული ცხიმია.

82,5%-ზე ნაკლებცხიმიანობის კარაქი არ არსებობს! თუ ასეთს სუპერმარკეტებში ვენ ნახავთ, მაშინ მცენარეული ცხიმი მიირთვით. ჯობია მიიღოთ 2 კოვზი ნატურალური ზეთი, ვიდრე მთელი პაკეტი ტრანს-ცხიმი.

მარმელადი

დღეს მას არაფერი აქვს საერთო ადრინდელ მარმელადთან. ეს, უბრალოდ, ქიმიური წარმოების ჯადოსნობაა და სასიკვდილოდ საშიშია.

დაიმახსოვრე: "საკვები, რომელსაც ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს, ჭამს თავად მას, ვინ ის შეჭამა", ამიტომ ჭამე ზომიერად. შესაძლოა, შენთვის ახლა სულერთია რას და რამდენს ჭამ, მაგრამ თუ მიიღებ ნატურალურ, ჯანმრთელ და სასარგებლო პროდუქტს, მაშინ 15-20 წლის შემდეგაც შესანიშნავ ფორმაში იქნები და თავს გადასარევად იგრძნობ!