ფრანგული სალათა
11:26:35     15-03-2011
მასალა: ლორი – 180 გრამი, მაგარი ყველი – 180 გრამი, ტკბილი წიწაკა – 2 ცალი,
მწვანე სალათის ფოთლები – 100 გრამი, მაიონეზი – 4 სუფრის კოვზი, ზეთი – 1 სუფრის კოვზი, ღვინის ძმარი – 1 სუფრის კოვზი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.
სალათა დავჭრათ, ლორიც დავჭრათ კუბიკებად. წითელი წიწაკა გავასუფთავოთ გულისგან და რგოლებად დავჭრათ, ყველი გავხეხოთ. სოუსისთვის მაიონეზი ავურიოთ ზეთთან და ძმართან, დავამატოთ მარილი და პილპილი. სალათის ფურცლების ნახევარი მოვათავსოთ სასალათეში და დავასხათ სოუსის ნაწილი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ლორი და დარჩენილი სალათის ფურცლები. შემდეგ ფენად დავასხათ მაიონეზის სოუსი, სალათის ნაპირებში კი მოვათავსოთ რგოლებად დაჭრილი წიწაკა.