რატომ არის მწყრის კვერცხი განსაკუთრებულად სასარგებლო?

  14:41:55     27-04-2015

მწყრის კვერცხი განსაკუთებული პროდუქტია და მისი ჩარტვა კვების რაციონში აუცილებელია. ქათმის კვერცხთან შედარებიტ, მას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია.

მწყრის კვერცხი მდიდარია ვიტამინებით, შეიძლება ითქვას, რომ ის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია. მცირე ზომის მიუხედავად, სარგებლიანობის თვალსაზრისით, ის ქათმის კვერცხს აღემატება. მასში A ვიტამინი 2.5 -ჯერ, B1 ვიტამინი 2.8-ჯერ, B2 - 2.2-ჯერ მეტია.

იაპონელებმა მეცნიერული გამოკვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მწყრის კვერცხი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, გამოაქვს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები, რაც იაპონელებისთვის ყველა სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე მნიშვნელოვანია. დღესდღეობით მწყრის კვერცხი იაპონიის ყოველ კუთხე-კუნჭულში იყიდება. მოსწავლეთა რაციონში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩერნობილის ავარიის შემდეგ რადიაქტიური ზონიდან გამოყვანილ ბავშვებს რეგულარულად კვებავდნენ მწყრის კვერცხით. შედეგად, ბავშვები გამოკეთდნენ, გაუქრათ თავბრუხვევა, ცხვირიდან სისხლდენა და დაქანცულობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გაუძლიერდათ მადა. კვერცხის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბავშვებს არ გამოვლენიათ, იმათაც კი, ვისაც ალერგიული დაავადება ჰქონდა.

მწყრის კვერცხი კარგი იმუნოსტიმულატორია. ვინც ხშირად ცივდება, ანემია, თავის ტკივილები ან ბრონქიალური ასთმა აწუხებს, ექიმები ურჩევენ, საუზმეზე მწყრის კვერცხი მიიღონ. მაგრამ, პირველ რიგში, ეს პროდუქტი ბავშვებმა, ორსულებმა და დასუსტებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ.

უმი კვერცხის გული წარმოადგენს ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, სასარგებლო ცხიმებისა და ცილების წყაროს. მაგრამ რა მოვუხერხოთ სალმონელოზის საფრთხეს? სალმონელა უმ კვერცხში მრავლდება და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებას იწვევს. მეფრინველეობის ფე­რმებში, სწორად ჩატარებული სანიტარული კონტროლის წყალობით, სალმონელოზი თითქმის აღმოიფხვრა, თუმცა სახლის ქათმებში მისი გამორიცხვა არ შეიძლება. რაც უფრო ახალია ქათმის კვერცხი, მით ნაკლებმოსალოდნელია მათგან სალმონელოზით დაინფიცირება.
მწყერი პრაქტიკულად შეუვალია ამ მიკროორგანიზმებისთვის. სა­ქმე ის არის, რომ მწყერის სხეულის ტემპერატურა აღწევს 40-44 გრადუსს, რაც არახელსაყრელია სალმონელებისთვის. გარდა ამისა, მწყრის კვერცხი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც ამ მიკრობებზე ცუდად მოქმედებს. ამრიგად, თუ გადაწყვიტეთ, უმი კვერცხის გამოყენება, უპირატესობა მიანიჭეთ მწყრის კვერცხს. ყურადღება მიაქციეთ წარმოების თარიღს. არ შეიძლება ბავშვებისთვის ისეთი კვერცხის გამოყენება, რომელიც, თუნდაც მაცივარში, 5 დღეზე მეტხანს იყო შენახული.

მწყრის კვერცხი ადვილადასათვისებელი კალციუმის წყაროა და კიდევ უამრავ ელემენტს შეიცავს, მათ შორის ფტორს, რკინას, მარგანეცს, ფოსფორს, თუთიას. კარგად გარეცხილი, დაფქული ნაჭუჭი შეგვიძლია საკვებში ჩავამატოთ და ამ სახით ორგანიზმს უამრავი საჭირო ნივთიერება მივაწოდოთ, გვერდითი მოვლენებისა და დოზის გადაჭარბების რისკის გარეშე