კონკურსი შეფ მზარეულების და ბარმენებისთვის არაყი „მამონტის“–გან

  14:14:42     27-04-2015

არაყი მამონტის მიერ ორგანიზებული შეფ მზარეულებისა და ბარმენების რიგით მეორე ყოველწლიურ კონკურსში წელს უკვე საქართველოც ჩაერთო.

ნახევარ ფინალები უკვე ჩატარდა ლონდონში და პარიზში. დღეს კი თბილისის ჯერია, ქართველი შეფ მზარეულები და ბარმენები ერთმანეთს რესტორან ბოჰემაში შეეჯიბრებიან, სადაც მათ კომპეტენტური ჟიური: ჟაკო ჟორჟაძე, თამარა მაზური და ალექსანდრე ტატიშვილი შეაფასებენ.

თბილისის ნახევარფინალის შემდეგ ბოლო ნახევარ ფინალი გაიმართება სანკტპეტერბურგში, საბოლოო ფინალი კი მოსკოვში.

კონკურსის მთავარი პრიზი გახლავთ  ექსპედიცია ციმბირში,  კონკურსის სიმპატია ჯგუფს კი გადაეცემა  - მოგზაურობა ბერლინში ბარმენების შოუზე დასწრების უფლებით.