სკუმბრია ხახვის სოუსში
11:25:11     15-03-2011
მასალა: სკუმბრიის ფილე – 8 ცალი, ხორბლის ფქვილი – 1/2 ჭიქა, მარილი – ერთნახევარი ჩაის კოვზი, შავი პილპილი – 1/4 ჩაის კოვზი, ზეთი – 2 სუფრის კოვზი, რგოლებად დაჭრილი ხახვი – 2 თავი, ლიმონის ნაჭრები, , ოხრახუში – გემოვნებით.
თევზის ფილე ამოვავლოთ მარილსა და პილპილში არეულ ფქვილში. ხახვი მოვხრაკოთ ზეთში და გადმოვიტანოთ ტაფიდან. თევზი შევწვათ იმაზე ზეთში, ორივე მხარეს, ათი წუთის განმავლობაში, დავასხათ 4 ჭიქა წყალი, დავაფაროთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ, 5 წუთის განმავლობაში. თევზი მოვათავსოთ თეფზე, დავამატოთ მოხრაკული ხახვი და გავაფორმოთ ოხრახუშით და ლიმონის ნაჭრებით.