მადონას ქალიშვილი სამსახიობო კარიერას იწყებს

  11:24:26     15-03-2011

მადონას 14 წლის ქალიშვილი ლურდესი ფილმში, სახელწოდებით “W.E.” მიიღებს მონაწილეობას. ფილმის რეჟისორი თავად მადონაა. ამის შესახებ ბლოგი “The Playlist,” მსახიობ ები კორნიშის “ემთივი”-სათვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება.

 

მადონას ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის ედუარდ მერვის და ამერიკელი ქალბატონის უილის სიმპსონის რომანს ეხება. მეფის როლს ჯეიმს დარსი შეასრულებს, ხოლო მისი შეყვარებულის – ები კორნიში. “ლურდესი ჩემს გმირს თამაშობს ახალგაზრდობაში” – განაცხადა კორნიშმა.

 

მათთან ერთად ფილმში მონაწილეობას მიიღებენ: ანდრეა რაიზბორო, რიჩარდ კოილი, ნატალი დორმერი და ლოურენს ფოქსი. ფილმი კონოეკრანებზე წელს გამოვა.

მცირე ხნის წინ, გავრცელდა ხმები, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა, ფილმის გადაღებისას, მადონას დახმარება გადაწყვიტეს და საამისოდ რეჟისორის კონსულტანტები გამოუგზავნეს.