"მთავრობა, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, უპასუხისმგებლოდ იქცევა"
17:19:12     20-04-2015
პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში 2 აპრილს წაიყვანეს. მალევე გავრცელდა ფოტოები, სადაც არასრულწლოვნები „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე პოზირებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში ჩაირიცხნენ.
მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი ჯერ კიდევ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლები იყვნენ.
მუსლიმ კუშტანაშვილის მშობლები ამინათ წინწალაშვილი და გივი კუშტანაშვილი ამბობენ, რომ მათ შვილისთვის არანაირი ნებართვა არ მიუციათ და არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, ბავშვი სირიაში წასვლას თუ აპირებდა.
საქართველოს კანონმდებლობით „16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელის ნოტარიულად დამოწმებული ნებართვით - ქვეყნიდან გასვლის შესახებ“.
შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები (ორგანიზაციები) ვინც ახალგაზრდების იდეოლოგიურ დამუშავებას ეწევიან. უმზადებენ საბუთებს, ასწავლიან გზას. სამგზავრო ფულს აძლევენ. შესაძლოა აცილებენ და ხვდებიან სხვადასხვა წერტილში და საბოლოოდ საქართველოსა და თურქეთის გავლით გადაჰყავთ სირიაში.
თუმცა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ არის დარწმუნებული, რომ პანკისიდან სირიაში ახალგაზრდები მიდიან.
"არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია ის ინფორმაცია, რომ ვიღაცა წავიდა და სადღაც იბრძოლა. ოჯახის წევრები რომლებიც ამბობენ რაღაცას, ეს ჩემთვის სანდო წყარო არ არის. ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება," - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
„პრესა.ჯი“ მინისტრს დამატებითი კითხვებით დაუკავშირდა თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
„ვთქვი ის რაც ვთქვი, ნახვამდის“,- გვითხრა მან.
ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ "მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით უპასუხისმგებლოდ იქცევა".
- ლევან თარხნიშვილი პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ინფორმაციით, ქვეყანაში მთლიანად მოშლილია საზღვრის დაცვის სისტემა.
ლევან თარხნიშვილი: "პანკისში მიმდინარე მოვლენები ძალიან სახიფათოა რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა. ის, რაც პანკისში დღეს ხდება, მთრავრობის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. მოშლილია საზღვრის კონტროლის სისტემაც და ეს ფაქტია."
- რას გულისხმობთ საზღვრის კონტროლის სისტემის მოშლაში?
- საქართველოში შესაძლებელი გახდა ორი ახალგაზრდა საზღვარზე გავიდეს ისე, რომ არავინ არ ჰკითხოს მათ სად, როგორ და რატო მიდის. იცით რომ არასრულწლოვანის ქეყნიდან გასვლა შესაბამისი მინდობილობით ხდება. ამ ბავშვების მშობლები კი აცხადეენ რომ მათ არაფერი იცოდნენ და არავითარი მინდობილობა არ გაულეთებიათ, შესაბამისად, საზაღვრო პოლიცია მუშაობს არაეფექტურად, ან შეგნებულად გაატარა. ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა ასუსტებს საკბანძო უწყებების მუშაობას, როცა სრულიად უდანაშაულო 11 სპეცრაზმელს ციხეში ამყოფებს, ცხიდან გარეთ კი რუსეთის ჯაშუშებს და მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს ათავისუფლებს.
- არაოფიციალური ინფორმაციით, მოზარები გადაიყვანეს საზღვარზე, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად მოხდება ამ პირების ან პირის იდენტიფიცირება...
- დღეს საქართველოს საზღვარზე აღარ მუშაობს ვიდეოკამერები და დაიდი ეჭვი მაქვს მხიოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანაში კანონიერი ქურდების შემოყვანა აღიბეჭდა ფირზე.