ლეონიდ აფრემოვი - მხატვარი, რომელიც წამიერად სამყაროს ჰარმონიას და სილამაზეს დაგანახებთ!

  09:27:16     20-04-2015

რუსულ-ებრაული წარმოშობის, თანამედროვე მოდერნისტი, იმპრესიონისტი, მხატვარი - ლეონიდ აფრემოვი, დაიბადა 1955 წლის 12 ივლისს, ბელორუსიაში, ქალაქ - ვიტებსკში. იქვე დაამთავრა სამხატვრო სკოლა. შემდეგ კი, რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1990-2002 წლებში - ისრაელში, 2002-2010 წლებში - ამერიკაში ცხოვრობდა, ხოლო 2010 წლიდან დღემდე, მექსიკის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე ცხოვრობს.

მისი ნახატები გამოირჩევა ორიგინალურობით , სიხალასით , აპოლიტიკურობით, ხასხასა ფერებითა და ინდივიდუალურობით. ნახატების უმრავლესობა, სახატავი დანის და ზეთის საღებავებითაა შექმნილი. ასეთ დანას, მხატვრები,  ზედმეტი საღებავის მოსაცილებლად იყენებენ. ხელოვანი ხშირად ხატავს წვიმას და წვიმაში მოსეირნე წყვილებს, ქალაქების პეიზაჟებს, ხიდებს მდინარეებზე. შეუძლებელია მისი ნახატები სხვის ნახატებში აგერიოს, ისინი უბრალო, ფერადი , მაგრამ საოცრად ორიგინალური და განსხვავებულია.

ხელოვნება, მისი სიტყვებით, ათავისუფლებს აგრესიისგან და დეპრესიისგან.

მაშ, განვიტვირთოთ და დავივიწყოთ დეპრესია.

წარმოგიდგენთ მის ულამაზეს ნამუშევრებს: