ვინ არის კარატეს ქართველი ინსტრუქტორი, რომელსაც აშშ-ს პოლიცია ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ეძებს?
09:18:57     20-04-2015
სექსუალურ დანაშაულში მხილებული ალექსანდრე სუმბაძესთან დაკავშირებით ამერიკულ მხარეს ქართული მხარისთვის არ მიუმართავს, - ამის შესახებ "პრესა.ჯი"-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუხადეს.
ძებნილ ალექსანდრე სუმბაძეს კი ბრალი წაყენებული აქვს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისთვის და გავრცელებისთვის. ამერიკული მედია კი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა უკვე საქართველოში გამოფრინდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ჩამოვიდა თუ არა ეს პირი საქართველიში.
"ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, აშშ-ში, მონტგომერის ოლქში მცხოვრები კარატეს ქართველი ინსტრუქტორი ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს ჰყიდდა.
ამერიკული მედია აქტიურად წერს, რომ 26 წლის ალექსანდრე სუმბაძე მოზარდებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა კარატეს სტუდიაში, სადაც თავად მუშაობდა, სექსუალურ კავშირს კი ფირზე იღებდა და სავარაუდოდ ავრცელებდა კიდეც. მოზარდებმა რომლებიც ვიდეოში ჩანან სავარაუდოდ იცოდნენ, რომ მიმდინარეობდა გადაღება.
"1-ელ აპრილს პოლიციამ სუმბაძე დაკითხა, რა დროსაც მან აღიარა, რომ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოებითა და ფოტოებით ვაჭრობდა. დაკითხვიდან ორი დღის შემდეგ, სუმბაძემ აშშ-ი დატოვა", - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სექსუალური დანაშაულის ირგვლივ გამოძიება გამოძიება გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივ პოლიციას სამხრეთ დაკოტას შტატის პოლიციამ შეატყობინა, რომ ქალაქ ბეთესდადან ინტერნეტში საბავშვო პორნოგრაფია აიტვირთა. გამოძიებით დადგინდა რომ ეს აი-პი 26 წლის ქართველის, ალექსანდრე სუმბაძეს ეკუთვნოდა.
პირველ აპრილს სუმბაძე დაიკითხა. მან აღიარა, რომ მონაწილეობდა საბავშვო პორნოგრაფიით ვაჭრობაში - სავარუდოდ როგორც მყიდველი. თუმცა ის სამხილების უკმარისობის გამო არ დააკავეს.
ალექსანდრე სუმბაძის სახლიდან ამოღებულ ელექტრონულ მოწყობილობებში კი აღმოჩენილია რვა პორნოგრაფიული ვიდეო ფაილი. პოლიცია მიიჩნევს, რომ სუმბაძე თავად იღებდა ამ ვიდეოებს და თავადვე მონაწილეობდა მათში.
ვიდეოში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. შესაძლოა ისინი კარატეს კლუბში სუმბაძის მოსწავლეები იყვნენ. არ არის გარკვეული მათი ასაკიც - ანუ უცნობია იყვნენ თუ არა ისინი არასრულწლოვანები. ვიდეო კარატეს კლუბში 2011 წლის ოქტომბრამდეა გადაღებული.
სუმბაძე ბოლო 21 წელი ამერიკაში ცხოვრობდა. მამამისი, დავით სუმბაძე 1994-2006 წლებში შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში დესპანი იყო. ის ახლაც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და არის რამსფელდის ფონდის პროგრამის დირექტორი.
"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, მონტგომერის პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ვიდეოებში ჩანს. პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მათ ვიდეოთი იღებდნენ.
"პოლიციამ ალექსანდრე სუმბაძეზე დაკავების ორდერი გასცა".