გაუსინჯეთ გემო სტამბოლს - რჩევები გურმან ტურისტებს
21:13:53     19-04-2015
ულამაზეს სტამბოლს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, მათ შორის საქართველოდან.
მათი უმრავლესობა სტანდარტული ტურისტები არიან, "ტურისტულ" ქუჩებზე დადიან, "ტურისტულ" რესტორნებში იკვებებიან და წარმოდგენა არა აქვთ ნამდვილ გასტრონომიულ სტამბოლზე.
გთავაზობთ მოკლე გურმან-ტურს ყველას ვინც სტამბოლის მონახულებას გეგმავთ და გემრიელი კერძების დაგემოვნებას აპირებთ.
1. ეს არც პროდუქტია და არც კერძი. ეს წესია და ასე ჟღერს: სტამბოლის გემოს ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულ მოდურ რესტორნებში ვერ გასინჯავთ! დაუტოვეთ ეს რესტორნები სხვებს, თქვენ კი მიჰყევით პატარა, ვიწრო ქუჩებიდან მომავალ არომატსა და სურნელს. იპოვეთ ადგილები, სადაც იქაურები იკვებებიან - როგორც წესი, იქ ყველაფერი უფრო გემრიელია.
2. ყავა. რა თქმა უნდა თურქული. ეს რიტუალი არ გამოტოვოთ... შეჩერდით სადმე პატარა ყავახანაში, მთავარია, თქვენი türk kahvesi თურქმა მოგიდუღოთ ჯეზვეში.
3. სიმიტი, შემწვარი წაბლი და აირანი. არა, აუცილებელი არ არის ყველაფერი ერთად მიირთვათ. მაგრამ მათ გარეშე წარმოუდგენელია თურქების ყოველდღიურობა. საქმეებზე მიმავალი ენერგიული თურქები გზად ყოველთვის გაიყოლებენ ხოლმე კუნჟუტში ამოვლებულ ფუნთუშას ან 1 პაკეტ შემწვარ წაბლს, რომლის არომატი შემოდგომით მთელ ქალაქს ედება. ზაფხულის ხვატს კი სტამბოლელები ცივი აირანით ებრძვიან.
4. ისევ ფასტ-ფუდის თემით, მაგრამ უფრო დახვეწილით და ჭეშმარიტად გემრიელით უნდა განვაგრძოთ! ეგვიპტურ ბაზართან ახლოს აუცილებლად მიგიტყუებთ შემწვარი თევზის მადისაღმძვრელი სუნი. აქ უგემრიელეს თევზის სენდვიჩს შემოგთავაზებენ. უარი არ თქვათ, იქვე ხის სკამზე ჩამოჯექით და ისიამოვნეთ ბოსფორის ულამაზესი ხედის ფონზე.
5. ისკანდერ-ქებაბი. ეს კერძი, ალბათ, ყველამ იცით. მაგრამ თუ აქამდე არ გაგისინჯავთ, აუცილებლად გასინჯეთ. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ისკანდერ-ქებაბს ბურსაში ამზადებენ, სტამბოლშიც იპოვით "ღირსეულ ნიმუშებს".
6. თუ მოახერხებთ და პრინცის კუნძულებზე მოხვდებით, კონკრეტულად კი დიდ კუნძულზე, ველოსიპედით სეირნობისა და ბუნებით ტკბობის პარალელურად აუცილებლად გასინჯეთ იქაური ვაფლები ან ნაყინი უზარმაზარ ვაფლის ჭიქაში.
7. ბაქლავა არ დაივიწყოთ! რამოდენიმე ასეული ზედმეტი კალორია ნამდვილად ღირს ნამდვილი თურქული ბაქლავის გემოდ. თუმცა კარგი ბაქლავა სულაც არაა ადვილი საპოვნელი. მცოდნე ხალხის აზრით, საუკეთესოს კარაკოის რაიონში, კაფე Güllüoğlu-ში აკეთებენ. შეუკვეთეთ 1 თეფში ასორტი და გასინჯეთ სხვადასხვანაირი ბაქლავა.
8. სიის მერვე პუნქტით უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ტურისტი უნდა იღოს მოძრავი, აქტიური და ღია სიახლეების მიმართ. არ შეუშინდეთ ახალ შეგრძნებებს და გემოებს - გასინჯეთ, გამოიკვლიეთ და გემრიელად მიირთვით!