ნედლად შებოლილი ძეხვეული - არაჩვეულებრივი დელიკატესი

  14:03:15     17-04-2015

ნედლად შებოლილი ძეხვეული, მისი დამზადების უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი ტექნოლოგიიდან გამომდინარე, დელიკატესად მიიჩნევა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სუფრაზე ტრადიციულად გამორჩეული ადგილი უკავია.
ვისაც დაგიგემოვნებიათ, უდავოდ დამეთანხმებით, რომ პროდუქტი საოცრად გემრიელია, მკვეთრი სურნელით ხასიათდება და ნებისმიერ სიტუაციაში - მათ შორის, მეგობრულ შეკრებებსა თუ დღესასწაულებზეც კი დაამშვენებს თქვენს სუფრას. აღსანიშნავია, რომ გადმოცემის თანახმად, ძეხვის წარმოშობის ისტორია სწორედ აღნიშნული პროდუქტის დამზადებიდან იღებს სათავეს.

ასე რომ, თუ გინდათ, იყოთ გამორჩეულები და სასიამოვნოდ გააოცოთ სტუმრები, ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტები თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. სხვათა შორის, ესპანეთსა და გერმანიაში აღნიშნული კატეგორიის ძეხვეულის დამზადება ერთგვარი ოჯახური ტრადიციაა - როგორც, მაგალითად, საქართველოში, რაჭაში - ლორი.

ისევე, როგორც სხვა კვების პროდუქტების შემთხვევაში, ნედლად შებოლოლი ძეხვეულის შეძენა/შენახვისასაც უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ გარკვეული რჩევები. ექსპერტები გვირჩევენ, რომ პირველ რიგში, ყურადღებით გავეცნოთ პროდუქტის ვადებსა და შენახვის წესებს, რათა იმედგაცრუებულნი არ დავრჩეთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ უგემრიელესი ძეხვეულის დაგემოვნებისას.

უმნიშვნელოვანესია ის ფაქტორიც, თუ რამდენად ზედმიწევნითაა დაცული პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიური პროცესები. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ნედლად შებოლილი ძეხვეულის გამოყვანა არ უნდა ხდებოდეს დაჩქარებული გზით, რადგან ეს აისახება მზა პროდუქტის ხარისხზე, საგემოვნო თვისებებზე და რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაზე.

ნანა პერტენავა:

"ნედლად შებოლილი ძეხვეულის დამზადების პროცესი იმხელა გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს, რომ ბევრი კომპანია მისი წარმოებისგან თავსაც კი იკავებს. ქართულ ბაზარზე აღნიშნული კატეგორიის პროდუქციის წარმოება "კაიზერის" სავაჭრო ნიშნით პირველმა "ნიკორამ" დაიწყო და დღეს მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

"ნიკორა" პროდუქტს ტრადიციული ტექნოლოგიით აწარმოებს - ქიმიური დანამატებისა და დაჩქარებების გარეშე. უმაღლესი კატეგორიის ხორცი სპეციალურ გარემოში თვეზე მეტხანს გადის ბუნებრივი გამოშრობისა და შებოლვის ეტაპებს და სწორედ ამის შედეგია ის განუმეორებელი გემო, სურნელი და სტრუქტურა, რაც "ნიკორას" "კაიზერის" ხაზის ძეხვეულს ახასიათებს. ამ სტანდარტით გამოყვანილი პროდუქტი გაცილებით დიდხანსაა ვარგისიანი და სეზონის ნებისმიერ დროს მისი მირთმევა თავისუფლად შეგიძლიათ."

თუკი ნედლად შებოლილი პროდუქციის ხშირი მომხმარებელი ხართ, კიდევ ერთ პრაქტიკულ რჩევას მოგაწვდით. უმჯობესია, აღნიშნული კატეგორიის ძეხვეული მაცივარში შეინახოთ. თუმცა, თუკი ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და ამის საშუალება არ გაქვთ, ნუ შეგეშინდებათ - პროდუქტის დატოვება მაცივრის გარეშე 12-15 გრადუს ტემპერატურაზეც არ წარმოადგენს პრობლემას.

კიდევ ერთი რჩევა - ნედლად შებოლილი ძეხვეულის დაჭრისას აუცილებლად გამოიყენეთ ხის საჭრელი დაფა და გრძელპირიანი დანა. სასურველია, პროდუქტი თხელ ფირფიტებად დავჭრათ, რადგან სრულად იგრძნოთ არაჩვეულებრივი გემო და არომატი.

ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტები არაჩვეულებრივია ფურშეტის გასაწყობად. ის გაამდიდრებს და ვიზუალურ ეფექტს შემატებს სუფრას, მისი საგემოვნო თვისებები კი თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებს.