
"ევრონიუსი": ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების საქმიანობამ პროტესტი გამოიწვია
10:21:45     16-04-2015
"საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილი" - ასე აფასებს "ევრონიუსი" საქართველოში ლარის გაუფასურებას. ტელეკომპანიის მიერ აღნიშნულ საკითხზე მომზადებულ სიუჟეტში საუბარია, რომ
"რუსული რუბლის გაუფასურებამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ძირი გამოუთხარა, შექმნილ ქაოსს უკრაინაში არსებული ვითარებაც დაემატა". საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი კი გასული წლის ნოემბრიდან 20%-ით გაუფასურდა.
"ბევრი მცირე საწარმო დაიხურება. ვფიქრობ, საქართველოში მცირე ბიზნესი მოკვდება. თუ ეს ვითარება ექვს თვეს მაინც გასტანს, საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ გადარჩება", - აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.