უგემრიელესი ჩიზქეიქი გამოცხობის გარეშე
00:29:49     15-04-2015
ინგრედიენტები:
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია")
300 გ
კარაქი
100 გ
არაჟანი
450 გ
შესქელებული რძე
1 ქილა
ჟელატინი
10 გ
ხილი
საშუალო ზომის ფორმას ჩააფინეთ ძირში პერგამენტის
ქაღალდი. ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ გამდნარი კარაქი. ჩატკეპნეთ
ფორმის ძირში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
ამასობაში შესქელებული რძე
და არაჟანი ათქვიფეთ. გემოვნების მიხედვით შესქელებული რძე შეგიძლიათ მეტი
ან ნაკლები დაამატოთ. ჟელატინი დაალბეთ ცოტა წყალში, შემდეგ გაადნეთ და
შეურიეთ კრემს. გადაიტანეთ ფორმაში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი.
სურვილის შემთხვევაში, კრემში დაამატეთ კენკრა ან ნებისმიერი სასურველი
ხილი.
ზემოდან გააფორმეთ სურვილის მიხედვით, შოკოლადით, ხილით და ა.შ.