წვნიანი გუფთები პომიდვრის სოუსში

  00:28:34     15-04-2015

ინგრედიენტები: ფარში 1 კგ პომიდორი საკუთარ წვენში 800 გ ხახვი 3 თავი ნიორი 4 კბილი ხმელი რეჰანი მარილი და პილპილი კარაქი 50-70გ ყველი კვერცხი 1-2
დააქუცმაცეთ 2 კბილი ნიორი და 2 ხახვი ბლენდერში, დაამატეთ ფარშს. შემდეგ შეურიეთ კვერცხი, ცივი, გახეხილი კარაქი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

შეწვით ტაფაზე ან ღუმელში.
პარალელურად, მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ ნიორი, შემდეგ პომიდორი. თუ მთლიანი პომიდვრებია დაჭერით წინასწარ.  წამოადუღეთ შუშეთ რამდენიმე წუთი. ჩაალაგეთ მასში შემწვარი გუფთები, დაამატეთ ხმელი რეჰანი და კვლავ წამოადუღეთ. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი ან სხვა სასურველი ყველი.