უგემრიელესი კატლეტები ფრანგი მზარეულის რეცეპტით

  23:12:21     12-04-2015

ფრანგი მზარეული მიშელ ლომბარდი თევზის კატელეტების რეცეპტს გვიმხელს. მართალია ჩვეულებრივთან შედარებით ეს ოდნავ მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი უბრალოდ შეუდარებელია!

რეცეპტი ფრანგი მზარეული მიშელ ლომბარდი თევზის კატელეტების რეცეპტს გვიმხელს. მართალია ჩვეულებრივთან შედარებით ეს ოდნავ მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი უბრალოდ შეუდარებელია! ინგრედიენტები: თევზის ფილე 500 გ კარტოფილი 350 გ რძე 100 მლ წყალი 100 მლ მწვანე ხახვი 2-3 ღერი ოხრახუში რამდენიმე ღერი ლიმონის ცედრა 1/2 ჩ.კ მარილი და პილპილი კვერცხი 1 საფანელი ზეთი შესაწვავად მაიონეზი 2 ს.კ მდოგვი 1 ჩ.კ
თევზის ფილეს დაასხით რძე და წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით და გააჩერეთ 10 წუთი თავდახურული. პარალელურად,  კარტოფილი  დაჭერით, დაასხით მდუღარე ისე რომ ოდნავ დაფაროს, ადუღეთ 10 წუთი, გადაწურეთ მთლიანად  და დაჭყლიტეთ.
თევზი ხელით აკურატულად დაშალეთ, შეურიეთ კარტოფილს, დაამატეთ ლიმონის ცედრა, დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, მდოგვი და მაიონეზი. შეაზავეთ მარილით და პილპილით. აურიეთ.
გააკეთეთ კატლეტები. ამოავლეტ ჯერ კვერცხში, შემდეგ ფქვილში ან საფანელში და შეწვით ტაფაში ორივე მხრიდან.