პეკინის გამზირზე ქალმა ფანჯრიდან ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადმოყარა

  01:54:14     08-04-2015

მცირე ხნის წინ, თბილისში, პეკინის გამზირზე შემთხვევა მოხდა.

ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალბატონმა საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი, კარადა და ტელევიზორი გადმოყარა. ტელევიზორი გამვლელ ახალგაზრდა ქალს დაეცა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ქალი, რომელმაც ბინიდან ნივთები გადმოყარა, სამართალდამცველებს კარს არ უღებს. შესაძლოა, კარის შემტვრევა გახდეს საჭირო. სავარაუდოდ, ქალი არაფხიზელ მდგომარეობაშია.