ლავაშის როლები ქათმის ხორცით - უგემრიელესი საუზმე
00:00:56     08-04-2015
რეცეპტი
ინგრედიენტები:
ქათმის ხორცი
300 გ
ლავაში
8 ნაჭერი
კონსერვირებული სიმინდი
100 გ
ხახვი
1 პატარა თავი
ნიორი
1 კბილი
მარილი და პილპილი
არაჟანი
150 გ
გახეხილი ყველი
1 ჭიქა
ამ როლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ უკვე მზა (წინა დღიდან მორჩენილი) ქათმის ხორცი, წვრილად დაჭრილი ან დანაწევრებული. ლავაში შეარჩიეთ მრგვალი, საშუალო ფორმის, ან იყიდეთ დიდი ზომის და თავად დაჭერით სასურველ ზომაზე.
დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ 1 კოვზ ზეითუნის ზეთში. დაამატეთ დაჭრილი ქათამი, სიმინდი, არაჟანი და გახეხილი ყველი. წამოადუღეთ და გადმოიღეთ ცეცხლიდან. მარილი და პილპილი გემოვნებით დაამატეთ.
ლავაშის ნაჭრებზე დაადეთ გულსართი და გადაახვიეთ. ჩაალაგეთ ფორმაში, ზემოდან გადაუსვით გამდნარი კარაქი და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე დაახლ. 10-15 წუთი, სანამ მსუბუქად არ მოიბრაწება.