ვინ არის შალვა აბულაძე - იგივე "შალალო"?
12:14:45     07-04-2015
ნომერ პირველი ძებნილის, საშიში დამნაშავის შალვა აბულაძის დაკავება პოლიციამ ამ დრომდე ვერ შეძლო.
სამართალდამცველებმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის კვალს რამდენჯერმე მიაკვლიეს, თუმცა პოლიციას ის ერთი ნაბიჯით უსწრებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით 36 წლის ეჭვმიტანილს თბილისი არ დაუტოვებია. მან პოლიციელის მკვლელობის შემდეგ ღამე ვარკეთილის სოციალურად დაუცველთა თავშესაფრის ერთ-ერთ სათავსოში გაათენა.
სოციალურად დაუცველთა თავშესაფრში აბულაძის მისვლის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა დანამდვილებით იციან, რომ ადგილზე სამართალდამცავთა ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. პოლიციამ საცხოვრებლის ყველა ოთახი შეამოწმა. დაათვალიერა სხვენიც.
36 წლის დამნაშავის ბიოგრაფია მრავალ სისხლიან საქმესთან არის დაკავშირებული. კრიმინალურ წრეებში მას „შალალოს“ სახელით იცნობენ.
პირველი გახმაურებული კრიმინალური დაპირისპირება, რომელიც შალვა აბულაძის სახელს უკავშირდება, 2005 წელს მოხდა. როცა მან ბორჯომის ცენტრში, მოქალაქე ვახტანგ შენგელია ცეცხლასასროლი იარაღით დაჭრა.
შალვა აბულაძე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან ის იარაღის უკანონო ტარებისა და მარიხუანას მოხმარების ბრალდებით იხდიდა სასჯელს და 20 წელი ჰქონდა მისჯილი. ამნისტიის შედეგად ბოროტმოქმედს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შალვა აბულაძემ გლდანის მერვე დაწესებულებში 8 წელი გაატრა და საპატიმრო 2013 წლის 23 ნომებერს დატოვა.
უდოს შემადგენლობაში დეპუტატი გედევან ფოფხაძეც შედიოდა, რომელიც პირადად იცნობს ეჭვმიტანილს. ისინი წლები ბორჯომში ცხოვრობდნენ. მეტიც, შალვა აბულაძის და 2012 წელს ბორჯომის მაჟორიტარის გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდა.
აბულაძესთან ნაცნობოდა „პრესა.ჯი“-ს დეპუტატმა ფოფხაძემ დაუდასტურა.
„ ბორჯომელია და ვიცნობ პირადად. მე დამთავრებული ამქვს მეორე საშუალო სკოლა მან პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. მამამისი წლების მანძილზე მუშაობდა ქალაქის არქიტექტორად. ახლო ურთიერთობები არ ყოფილა ჩვენს შორის, მაგრამ ციხიდან რომ გამოვიდა, რამდენიმეჯერმე ვცადე კონტაქტი, რადგანაც მოხდილი ჰქონდა სასჯელი, ვაგრძნობინე პირად საუბარში, რომ თუ რაიმე პრობლემები ექნებოდა და დახმარება რაიმეში დასჭირდებოდა, იგულისხმებოდა, როგორც სასჯემოხდილ ადამიანს, რაიმე სირთულეები არ შექმნოდა, ეს ჩავთვალე სწორად. სხვა მხრივ მე შალვასთან არავითარი ურთიერთობა არ მქონია“,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა. რომელიც ირწმუნება, რომ საშიში დამნაშავის ციხიდან გამოშვება პირადი ინტერესის გამო არ მომხდარა.
აბულაძის ამნისტირებისას მისი ობიექტური კრიტერიუმებით შეფასებაში ეჭვი შეაქვს საპარლამენტო ოპოზიციას.
დეპუტატი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, საპარლამენტო უმრავლესობის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სხვა ინტერესი ამოძრავებდა.
„ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სხვა დაინტერესებაც იყო გარდა იმისა, რომ ეს მისი ასე ვთქვათ პოლიტიკური პოზიცია იყო. ეს ალბათ უკავშირდება ჩემი აზრით გარკვეულ სხვა იმნტერესებსაც, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ გედი ფოფხაძე არის ბორჯომიდან და ეს ადამიანიც ვისზეც არის საუბარი და ვისაც დღეს პოლიცია ეძებს არის ბორჯომიდან. რაღაც სხვა ტიპის კავშირებიც არსებობს და არა მგონია, რომ როცა ამ ადამიანის, ზოგადად ადამიანების ამინისტია მსჯელობა მიდის,რომ ობიექტური კრიტერიუმებით იყოს შეფასებული. აქ სხვაა ნაცნობობა, მეგობრობა, შეიძლება მატერიალური ინტერესიც იყოს ჩადებული მაშინ როდესაც ამ სიას ადგენდნენ“,- აღნიშნავს აკაკი მინაშვილი.
საპატიმროს დატოვების შემდეგ შალვა აბულაძე აქტიურად ჩნდება საზოგადოებაში, 2014 წლის 19 ოქტომბერს ბორჯომში მისი ორგანიზებით გაიმართა თეატრალიზებული აქცია, სადაც ის ადგილობრივი მეწარმეებისთვის ბორჯომის წყლის ლიცენზიის გადაცემას ითხოვდა.
აბულაძის მიერ გამართულ აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
აქციიდან რამდენიმე თვეში შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს პოლიციელებს, გიორგი ბერუაშვილს და გიორგი მახარაშვილს ესროლა. ბერუაშვილი გარდაიცვალა, მახარაშვილი კი ამ დრომდე რეაბილიტაციას გადის.
4 აპრილს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ორი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.