ჩინური ატრიის წვნიანი
00:16:04     07-04-2015
საჭირო მასალა: 100 გ სოკო შიიტაკე, 1 კბილი ნიორი, 30 გ ნედლი ჯანჯაფილი, 200 გ ისპანახი, 5 ს.კ. სეზამის მარცვლები, 4 ცალი გარჩეული კრევეტი, 4 ღერი მწვანე ხახვი, 100 გ ბრინჯის ატრია, 1 ლ ქათმის ბულიონი, 5 ს.კ. სოიის სოუსი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: სოკო დავჭრათ. ნიორი და ჯანჯაფილი გავხეხოთ. ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. ატრია ადუღებულ მარილიან წყალში 2-3 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. შემდეგ გადავწუროთ და შევაშროთ. ბულიონში მოვათავსოთ ჯანჯაფილი, ნიორი და 2-3 ს.კ. სოიის სოუსი, წამოვადუღოთ და 10 წუთი შევაგრილოთ, შემდეგ კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. სოკო, ისპანახი, კრევეტები და სეზამის მარცვლები ბულიონში მოვათავსოთ და დაბალ ტემპერატურაზე 5-6 წუთი ვხარშოთ. დავუმატოთ დარჩენილი სეზამის მარცვლები და სოიის სოუსი. წვნიანი ამოვიღოთ ჯამებში და ჩავუმატოთ ატრია. ზემოდან მოვაყაროთ მწვანე ხახვი.
© ღვინის კლუბი/Weekend