რა აკავშირებს ფოფხაძეს პოლიციელის მკვლელთან? - "ციხიდან რომ გამოვიდა, დავეკონტაქტე"

  16:34:14     06-04-2015

28 წლის  პოლიციელილის, ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე  უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის ნაცნობია. მან საპატიმრო უდოს წყალობით დატოვა, რომლის ერთ-ერთი წევრი გედევან ფიფხაძე იყო.

„პრესა.ჯი“ შეეცადა გაერკვია მისცა თუ არა რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამჯდომარის მოადგილემ მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და მარიხუანას მოხმარების ბრალდებით გასამართლებულ შალვა აბულაძეს, რომელსაც  20 წელი ჰქონდა მისჯილი.

„პრესა.ჯი“: იყავით თუ არა ე.წ  უდო-ს წევრი რომელმაც აბულაძე გაათავისუფლა პატიმრობიდან?  თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას და ზოგადად როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ ეს ადამიანი?

- დიახ, უდო-ს წევრი ვიყავი და შესაბამისად ინფორმაციასაც ვფლობ ამ ადამიანის შესხებ.

- რა ინფორმაციას ფლობთ? რა გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა აბულაძე, როგორც ვიცით მკვლელობის მცდელობისთვის იყო იგი გასამართლებული და 20 წელი ჰქონდა მისჯილი.

- მის საქმეში იყო სიცოცხლის ხელყოფა, ზუსტად არ მახსოვს დანაშაული, ვეცადე გადამემოწმებია. მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და დარჩენილი ჰქონდა 10 თვე. შარშანწინ 23 ნოემბერს მოხდა მისი გათავისუფლება და სავარაუდოდ აგვისტოში უნდა გამოსულიყო. სასაჯელაღსრულებიდან არ ხასიათდებოდა უარყოფითად. არც კრიმინალურ სამყაროსთან კავშრებზე იყო საუბარი და არც ისეთ მენტალობაზე, რომ იგი დანაშაულებრივი სამყაროს ნაწილი იყო. გარდა ამისა, საბჭომ როცა პირველად იმსჯელა და უარი ეთქვა შეწყალებაზე, შემდეგ უკვე დაზარალებულის აღწერა მოვიდა, იმ დაზარალებულს არავითარი პრეტენზიები არ აქვს, მოვიდა, რომ დაზარალებული მისი გათავისუფლების წინააღმდეგი არ იყო.

- თქვენ ბრძანდებით ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი. ეს ადამიანი წარმოშობით ბორჯომიდან არის და მისი სახელი ასევე უკავშირდება კიდევ ერთ მკვლელობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლიკანში მოხდა.  იცნობთ თუ არა შალვა აბულაძეს პირადად?

-ბორჯომელია და ვიცნობ პირადად. მე დამთავრებული ამქვს მეორე საშუალო სკოლა მან  პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. მამამისი წლების მანძილზე მუშაობდა ქალაქის არქიტექტორად. ახლო ურთიერთობები არ ყოფილა ჩვენს შრის, მაგრამ ციხიდან რომ გამოვიდა რამდენიმეჯერმე ვცადე კონტაქტი, რადგანაც მოხდილი ჰქონდა სასჯელი, ვაგრძნობინე პირად საუბარში, რომ თუ რაიმე  პრობლემები ექნებოდა და დახმარება რაიმეში დასჭირდებოდა, იგულისხმებოდა, როგორც სასჯემოხდილ ადამიანს, რაიმე სირთულეები არ შექმნოდა, ეს ჩავთვალე სწორად. სხვა მხრივ მე შალვასთან არავითარი ურთიერთობა არ მქონია.

- თქვენი რეკომენდაციით არ გამოსულა იგი ციხიდან?

- არა, მე რეკომენდაცია არ გამიცია. თუმცა, წინააღმდეგ არ წავსულვარ იმ გარემოების გათვალისწინებით, რაზეც გესაუბრეთ.