შალვა აბულაძის და : ჩემს ძმას ამნისტია შეეხო
13:31:24     06-04-2015
ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე პროფესიით იურისტია. 38 წლის წლის აბულაძეს ასევე დამთავრებული აქვს უცხო ენების ფაკულტეტი.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ეჭვმიტანილის დამ, იურისტმა სალომე აბულაძემ განუცხადა, მისი ძმა მკვლელობის, მარიხუანის მოხმარებისა და იარაღის უაკნონოდ ტარების გამო სასჯელს იხდიდა, 2006 წელს მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აბულაძეს სასჯელი ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა, შემდეგ კი უდოს კომისიამ გაათავისუფლა.
როგორც მოქმედმა ადვოკატმა განგვიცხადა, ის თავისი ძმის საქციელს ემიჯნება და საზარელ მკვლელობას გმობს.
„პრესა.ჯი“ სალომე აბულაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ძმა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში არც თვითონ და არც მისი მშობლებს არ უნახავთ.
ეჭვმიტანილის და: ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ჩემთვის, თითოეული კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა მიწევს, ტკივილს მაყენებს. ხომ შეიძლება, რომ კითხვები არ დამისვათ და შემოვიფარგლოთ ეჭვმიტანილის ოჯახის განცხადებით, ვგმობთ ამ სისასტიკეს და ვემიჯნებით.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი ძმის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ?
- ამ კითხვაზე პასუხი ფსიქოლოგმა რომ გასცეს, უმჯობესი იქნება, მეც მაინტერესებს ფსიქოლოგის დასკვნა. ჩემი პოზიცია ასეთია: იმას რაც ჩემმა ძმამ ჩაიდინა ჯანმრთელი ადამიანი არ ჩაიდენდა. ამ სისასტიკეს ახსნა არ აქვს.
- სასჯელაღსრულების დაწესებულება ამნისტიით დატოვა?
- კი, ამნისტია შეეხო, გაუნახევრდა სასჯელი, 9 თვეში კი მუდმივმოქმედმა კომისიამ გაათავისუფლა.
- თქვენი ძმა ყოფილი პოლიციელია?
-არა, იურისტია, ასევე დამთავრებული აქვს უცხო ენების ფაკულტეტი.
შალვა აბულაძემ, რომელიც დღემდე შეიარაღებულია, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი პოლიციელი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი სიკვდილს ებრძვის.
პოლიცია აბულაძეს რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მომხდარი მკვლელობის გამო ეძებდა. მაშინაც მან ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.