ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში ქართველებმა 17 პირველი ადგილი დაიკავეს

  10:14:05     06-04-2015

IDSA-ს (International Dance Sport Association) ეგიდით, ათენში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ცეკვებში, სადაც ქართველი მოცეკვავეებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ქართველმა მოცეკვავეებმა რეგისტრაცია გაიარეს სხვადასხვა ასაკობროვ კატეგორიაში. ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ: ნინი ფანცულაია, ქეთი ჩიტაძე,ელენე გაბუნია, ალექსანდრე გრძელიშვილი და მარიამ პაპაშვილი, დეა ყუფარაძე, ლიზი ჭეჟია და დაჩი გელაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლევან ჭანტურია და თაკო ლოჩოშვილი, ლევან გელაშვილი და ანა ჭანტურია, ავთო სამადაშვილი და ელენე გოგიშვილი.

ჩემპიონატზე 1300 მოცეკვავე იღებდა მონაწილეობას. საქართველოს გუნდმა 17 პირველი, 5 მეორედა 2 მესამე ადგილი მოიპოვა. ასაკობრივი კატეგორია 21 წელი და ზემოთ, ქართველი მოცეკვავე წყვილი ფინალისტიდამე 5 ადგილის მფლობელიგახდა. 

შეჯიბრს მსაჯობდა 15 მოწვეული საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ბერძენ მსაჯებთან ერათად. მათ შემადგენლობაში ასევე საქართველოს სახელით მსაჯობდა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ეკატერინე არჩაია.