ავღანეთის პრეზიდენტი კოალიციას აკრიტიკებს
10:42:59     14-03-2011
ბიძაშვილის მკვლელობის შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტი ამერიკელებს გაუნაწყენდა. ჰამიდ კარზაი, რომელიც თალიბების წინააღმდეგ მებრძოლად და კოალიციური ჯარების პარტნიორად ითვლება, მომხდარი ფაქტის შემდეგ პოზიციებს იცვლის.
პრეზიდენტის თქმით, ნატომ ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი ოპერაცია უნდა შეწყვიტოს და წესრიგის დამყარების ინიციატივა მთლიანად ადგილობრივ ჯარსა და პოლიციას გადააბაროს. “ჩვენ ძალიან მომთმენი ხალხი ვართ, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი” – განაცხადა ჰამიდ კარზაიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი სიტყვებით, რომელსაც “შპიგელი” ავრცელებს, თალიბების წინააღმდეგ წარმოებული დაბომბვების და რეიდების დროს, მშვიდობიანი ადამიანებიც იღუპებიან.
“დასავლეთი თუ ჩვენ ისე გვიყურებს, როგორც მეგობარს, მაშინ მეგობრებს არ უნდა ხოცავდეს” – აღშფოთებას ვერ მალავს სახელმწიფოს მეთაური.
გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა, სპეცოპერაციის დროს, შეცდომით კარზაის ბიზაშვილი აჰმად ვალი მოკლეს.