ოჯახური - თინა კანდელაკის რეცეპტით
01:55:22     04-04-2015
რეცეპტი
ასე ამზადებენ ამ კერძს თინა კანდელაკის რესტორანში "თინათინ"
ინგრედიენტები:
ღორის ხორცი
250 გ
კარტოფილი
250 გ
ხახვი
50 გ
ნიორი
1-2 კბილი
ზეთი შესაწვავად
პამიდორი
100 გ
მწვანილი (კამა და რეჰანი)
მარილი და პილპილი
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან. დაამატეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, ცეცხლს დაუწიეთ და რამდენიმე წუთი შუშეთ. შემდეგ დაამატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. შეწვით საშუალო ცეცხლზე. შეიძლება გამოიყენოთ წინასწარ ტაფაზე ან ფრიტიურში შემწვარი კარტოფილი.
შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ცოტაოდენი დაჭრილი მწვანილი და ამოურიეთ. დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, მარილი და პილპილი. ფრთხილად ამოურიეთ, დატოვეთ ცეცხლზე 1-2 წუთი და გადაიტანეთ თეფშზე. კვლავ მოაყარეთ მწვანილი და მიიტანეთ სუფრასთა.