სპაგეტი სამმაგი გემოთი
10:42:27     14-03-2011
მასალა: სპაგეტი – 400 გრამი, კარაქი – 50 გრამი, შამპინიონი – 200 გრამი, მოხარშული ლორი – 50 გრამი, ბულიონის კუბიკი – 1 ცალი, გაყინული მწვანე ბარდა – 4 სუფრის კოვზი, ყველი “პარმეზანი” – 50 გრამი.
სოკო დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შევწვათ კარაქში. შემწვარ სოკოს დავუმატოთ დაჭრილი ლორი, ბარდა და მომზადებული ბულიონი, ისე რომ პროდუქტები დაფაროს. ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე, 20 წუთის განმავლობაში. სპეგეტი ჩავუშვათ ადუღებულ, მარილიან წყალში და ვხარშოთ ასევე 20 წუთი. ორივე გადავიტანოთ საწურზე. შემდეგ მოვათავსოთ თეფშზე, დავასხათ სოკოს, ლორის და ბარდის ნაზავი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მაშინათვე მივიტანოთ სუფრასთან.