იანო თამარის და ქეთევან ქემოკლიძის დიდი წარმატება ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში

  15:13:52     03-04-2015

2 აპრილს, ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში პირველად ამ თეატრის ისტორიაში ორი ცნობილი ქართველი მომღერალი ერთად წარსდგა იაპონელი მსმენელის წინაშე, ვერდის გენიალურ ქმნილებაში “ბედის ძალა”.

ამ ჯერად ქართველი დრამატული სოპრანო, იანო  თამარმა, რომელიც მთელს მსოფლიოში უდედესი წარმატებით გამოდის ამ რეპერტუარში შეასრულა დონა ლეონორას პარტიას, მან ამ როლით უკვე აღაფრთოვანა მიუნხენის შტატს ოპერის მსმენელი.

ამ სცენაზე წარმატებული კარმენის დებიუტის შემდეგ მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე კი პრეციოზილას როლით წარსდეგა, რომელიც პირველად ვაშინგტონში შეასრულა 2013 წელს.

სპექტაკლს დირიჟორობს ახალგაზრდა ვენესუელელი დირიჟორი ხოზე ლუის გომესი. სპეკტაკლის რეჟისურა ეკუთვნის ცნობილ ესპანელ რეჟისორს ემილიო სახის. დონ ალვაროს და დნ კარლოს პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში ცნობილი სერბი ტენორი ზორან ტოდოროვიჩი და იტალიელი ბარიტონი მარკო დიფელიჩე.

ქართველმა მომღერლებმა პუბლიკის და პრესის უდიდესი სიყვარული და მოწონება დაიმსახურეს. ისინი ამომავალი მზის ქვეყნაში ხშირი და სასურველი სტუმრები არიან.

შარშან ქეთევანის ქემოკლიძის პრემიერას ტოკიოში დაესწრო იაპონიის პრინცი.

იანო თამარ და ქეთევან ქემოკლიძე წარმატებით გამოდიან მსოფლიოს ისეთ წამყვან სცენებზე როგორიცაა მილანის ლა სკალა, ბერლინის დოიჩე ოპერა, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, ვენის შტატს ოპერა, ლონდონის კოვენთ გარდენი, ვენეციის ფენიჩეს თეატრი, ცურიხის საოპერო თეატრი, მიუნხენის შტატს ოპერა, არენა დი ვერონა, ბარსელონას ლისეუს თეატრი, მადრიდი სამეფო თეატრი, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრი და სხვა.

სპექტაკლები ტოკიოს ნაციონალურ ოპერის სცენაზე გაგრძლედება 14 აპრილამდე.

დამატებიტი ინფორმაციისათვის:

http://www.ketevankemoklidze.com

https://www.facebook.com/pages/Iano-Tamar/264418504470?fref=ts

http://nntt.pia.jp/event.do?eventCd=1355213