ფილმი "დინოლა" რუმინეთის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

  00:35:31     02-04-2015

ახალგაზრდა კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი რუმინეთში გამართულ კინოფესტივალზე DaKINO 24 დააჯილდოვეს. რეჟისორის ფილმს ”დინოლა” ფესტივალის მთავარი პრიზი ”ტროფეი” გადაეცა.

მოკლემეტრაჟინი ფილმი ”დინოლა” გადაღებულია 20 Steps Production-ის, ABK studio-სა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. 15-წუთიანი ფილმის სცენარი თავად მარიამ ხაჭვანმა დაწერა. ის ეხება სვანურ ტრადიციებს და მათ გავლენას ოჯახურ ურთიერთობებზე. ფილმში მონაწილეობენ ნუცი ხაფთანი, ქეთა ლორთქიფანიძე, ვახო ჩაჩანიძე, დათუნა გულედანი.

”დინოლამ” უკვე გაიმარჯვა ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის ნომინაციაში ”საუკეთესო ფილმი”. მარიამ ხაჭვანს 2014 წელს იტალიის კინოფერსტივალზე River Film Festival მიღებული აქვს პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. ხოლო 2012 წელს მისმა კინოსცენარმა ”დედე” მოიპოვა ლიტერატურული პრემია ”გალა".