მუსიკოსები, მათი შემოქმედება და მილიონები
10:38:20     14-03-2011
იმისათვის რომ გახდე მილიონერი, სულ არ არის აუცილებელი ნავთობ ან მეტალურგიულ კომპანიას ფლობდე. საკმარისია, შენი შემოქმედება მასებთან ისე მიიტანო, რომ ხალხს თავი შეაყვარო. ვინ შეძლო ამის მიღწევა მუსიკოსებიდან, უკანასკნელ წელს, ამის შესახებ რეიტინგებს პერიოდულად აქვეყნებენ ცნობილი გამოცემები.
ერთერთი რეიტინგის მონაცემების მიხედვით, U2 უცვლელი ლიდერია (108 მილიონი დოლარი), შემდეგ ადგილზეა ბრიუს სპრინგსტინი, 57 მილიონით. მას მოჰყვება პოპ დივა, მადონა 47 მილიონიანი ქონებით, AC/DC 43 მილიონის მფლობელია, შემდეგ ადგილს ბრიტნი სპირსი იკავებს (38 მილიონი დოლარი), პინკი 36 მილიონს ფლობს, jonas Brothers 33 - ს, coldplay 27 – ს, კენი ჩესნი 26 –ს, ხოლო metalika 25 - ს.
სულ რამდენიმე წლის წინ, მუსიკოსებს შორის, სიმდიდრის მხრივ, პირველი ადგილი აწ განსვენებულ მაიკლ ჯეკსონს ეკავა. პოპ მუსიკის მეფეს ელტონ ჯონს სულ რაღაც 22 მილიონი დოლარი ჰქონია და მე-14 ადგილზე გავიდა, ბიონსე - მე-13-ზე. რეტინგში ტინა ტერნერი, სელინ დიონი, “დეპეშ მოუდი,” შერი და სხვა მილიონერი მუსიკოსებიც ფიგურირებენ.