სტივენ სპილბერგის ამბიციური ტელეპროექტი

  10:37:14     14-03-2011

კომპანია “ფოქსმა” ახალი ფანტასტიკური სერიალის, “ტერა ნოვას” მაისისთვის დაგეგმილი პრემიერა გააუქმა. როგორც ცნობილია, სერიალის პროდიუსერი სტივენ სპილბერგია. ამის შესახებ “Collider,” კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

“ფოქსის” გაქირავების დეპარტამენტის პრეზიდენტის, კევინ რეილის თქმით, ყველაზე ამბიციური სატელევიზიო პროექტის და მისი სპეცეფექტების სრულყოფილებამდე მიყვანას, კიდევ გარკვეული დრო სჭირდება. სწორედ ამით აიხსნება პრემიერის საცდელი ეპიზოდების შემოდგომისათვის გადადება.

 

სერიალის სიუჟეტის მთავარი გმირი ადამიანთა ჯგუფია, რომელნიც დაღუპული სამყაროდან შორეულ წარსულში მიემგზავრებიან, რათა ცივილიზაციას გადარჩენის შანსი მისცენ.