ოზურგეთში არასრულწლოვანი დაჭრეს
15:04:28     31-03-2015
29 მარტს ოზურგეთში სკოლის მოსწავლე გულ-მკერდის არეში დაჭრეს. მომხდარზე
პოლიციამ ასევე არასრულწლოვანი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის
საფუძველზე გაათავისუფლა.
გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აძღირა .
გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აძღირა .
როგორც "პრესა.ჯი"-მ გაარკვია, 17 წლის ბადრი ჯინჭარაძე თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაჭრა ასევე არასრულწლოვანმა.
დაზარალებული ამ დრომდე ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" გადის მკურნალობას.
კლინიკის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, დაზარალებულს გულმკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ, მოზარდებს შორის შელაპარაკება უძღოდა.