11 წლის ბავშვმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც წამოაძახეს, რომ ნაშვილები იყო
17:39:25     30-03-2015
სიღნაღის რაიონში გასულ კვირას მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა.
ხუთშაბათს სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის ბიჭმა
ნიკა ჩალაბაშვილმა
სუიციდს მიმართა და სახლის
ეზოში თავი ჩამოიხრჩო.
მე -5 კლასელი შვილისშვილის გაციებული სხეული სახლში მარტო მყოფმა ბებიამ
შენიშნა და დასახმარებლად მეზობლებს დაუძახა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმკვლელობამდე გარდაცვლილს სკოლაში, თანაკლასელებთან კონფლიქტი მოუვიდა. თანატოლებს ბიჭისთვის უთქვამთ ნაშვილები ხარო. სკოლის დირექტორის მოადგილე ქეთევან ბეგიაშვილი „კახეთის საინფორმაციო“ ცენტრთან საუბრისას იხსენებს, რომ კონფლიქტის შემდეგ ბავშვი მასწავლებელს დაეთხოვა, სახლში წავიდა და ცოტა ხანში კი ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.
„თანაკლასელებმა წამოაძახეს, აყვანილი ხარო. რაც სიმართლეს არ შეესაბამება როცა ბავშვებს ვკითხეთ, ამას ბავშვს რატომ ეუბნებოდნენ, გვითხრეს, სახლში მშობლები ასე საუბრობენო. მომხდარის შემდეგ, თვითონ ბავშვმა სთხოვა მასწავლებელს, შეიძლება სახლში წავიდეო? მასწავლებელმა ჰკითხა, დედა სახლში იყო თუ არა. არა, დედა სამუშაოდ არის წასული, ბებია სახლშიაო. ბავშვი პირველი გაკვეთილიდან გაუშვა კლასის ხელმძღვანელმა დირექტორის ნებართვით. ერთ–ერთი თანაკლასელი გააყოლა თან. როგორც დედა ამბობს, ბავშვმა დამირეკა და მითხრა, ცოტა ადრე მოვედი სკოლიდან, ყველაფერი კარგად არის, ვიმეცადინებ და ჩემ კლასელებთან ერთად ინგლისურზე წავალო. დედას უთქვამს, კარგიო. მერე რომ გადმოურეკავს, ალბათ, შეამოწმა ბავშვი, ბიჭი აღარ პასუხობდა. მეტი არაფერი ვიცი. ბებია ამბობს, სახლის გვერდზე ვნახეთ გარდაცვლილიო, თავი მოიკლა“, – აღნიშნავს სკოლის დირექტორის მოადგილე.
ზაზა ბეგიაშვილი აცხადებს, რომ თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი სკოლაში მომხდარი ინცინდენტია.
- რა არის თვითმკვლელობის მოტივი?
- გამოძიება 115- მუხლით დაიწყო, ამაზე სამართალდამცავებმა უნდა გიპასუხონ. მე როგორც ვიცი სკოლაში მოუვიდა ინცინდენტი, თანაკლასელებმა წამოაძახეს, რომ ნაშვილები ხარო.
- როდის მოხდა ფაქტი და ვინ იპოვა გარდაცვლილი?
- ხუთშაბათს მოხდა ეს შემზარავი ფაქტი, სოფელი შოკშია. გარდაცვლილი იპოვა ბებიამ, რომელიც შინ იმყოფებოდა.
- ბიჭი ბებისთან იზრდებოდა?
- მთელი ოჯახი ამ სოფელში ცხოვრობს, ამ შემზარავი ფაქტის დროს მშობლები სამსახურში იმყოფებოდნენ.
-გარდაცვლილი დედ-მამის ბიოლოგიური შვილია?
-დიახ, ბიოლოგიური შვილია.

ამასთან ოჯახის ახლობელმა "პრესა.ჯი"-ს უთხრა, რომ ანერვიულებულ ნიკას მშობლებისთვის უკითხავს, არ დამიმალოთ, მითხარით, მართლა ნაშვილები ვარო?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „პრესა.ჯი“ მეტი დეტალის გასარკვევად სოფელ ძველ ანაგას რწმუნებულს დაუკავშირდა.ზაზა ბეგიაშვილი აცხადებს, რომ თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი სკოლაში მომხდარი ინცინდენტია.
- რა არის თვითმკვლელობის მოტივი?
- გამოძიება 115- მუხლით დაიწყო, ამაზე სამართალდამცავებმა უნდა გიპასუხონ. მე როგორც ვიცი სკოლაში მოუვიდა ინცინდენტი, თანაკლასელებმა წამოაძახეს, რომ ნაშვილები ხარო.
- როდის მოხდა ფაქტი და ვინ იპოვა გარდაცვლილი?
- ხუთშაბათს მოხდა ეს შემზარავი ფაქტი, სოფელი შოკშია. გარდაცვლილი იპოვა ბებიამ, რომელიც შინ იმყოფებოდა.
- ბიჭი ბებისთან იზრდებოდა?
- მთელი ოჯახი ამ სოფელში ცხოვრობს, ამ შემზარავი ფაქტის დროს მშობლები სამსახურში იმყოფებოდნენ.
-გარდაცვლილი დედ-მამის ბიოლოგიური შვილია?
-დიახ, ბიოლოგიური შვილია.
ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ თვითმკვლელობის მიზეზი თანატოლებს შრის მომრავლებული ძალადობის შედეგია.