ხარძიანის მკვლელობა - დეტალები

  18:05:40     29-03-2015

ვინ მოკლა ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რა იყო მკვლელობის მოტივი და გვაქვს თუ არა საქმე შეკვეთილ მკვლელობასთან. ეს ის კითხვებია, რომელსაც მთვარმა პროკურატურამ უნდა უპასუხოს. გუშინ, 28 მარტს, უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში მას მოტოციკლიდან რამდენჯერმე ესროლა. ბიზნესმენი თავსა და ფეხში იყო დაჭრილი, ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრიკლობებისგან საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ხარძიანები აცხადებენ, რომ მკვლელობა შეკვეთილია. მკვლელობის მიზეზად კი "კუს ტბას" ასახელებენ. ბესო ხარძიანი კომპლექსის მფლობელი იყო, სანამ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის არ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა-გასაღება.

მოკლულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ის ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მას მოკლავდნენ. დაჩი ცაგურიამ გუშინ საავადმყოფოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა: "ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ. პირადად ჩემთვისაც უთქვამს და ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვისაც". 

ცაგურიას თქმით, გიორგი უდესიანმა ბესიკ ხარძიანს ციხიდან გადააფორმებინა "კუს ტბა". "ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას, - ეს განცხადება კი გარდაცვლილი ბიზნესმენის დამ, მაია ხარძიანმა გააკეთა. ჭირისუფალი დარწმუნებულია რომ "ეს არის შეკვეთილი მკვლელობა". 

"ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას. მთავრობას ვთხოვ, მოახდინონ გამოძიება. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი. უდესიანმა მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ის, რომ თუ თვითონ არ არის ამის გამკეთებელი, მოიძიოს ვინ არის მკვლელი და აგვიხსნას რატომ ესროლეს. ეს მკვლელობა არის შეკვეთილი", - განაცხადა მან. 

ცხადია, დაინტერესებული დაჩი ცაგურიას, განცხადება ვერაფერი მტკიცებულებაა ხარძიანის მკვლელობის საქმეში და საბოლოოდ, გამოძიებამ, უტყუარი ფაქტების საფუძველზე უნდა გაარკვიოს მკვლელის ვინაობაც და მკვლელობის რეალური მოტივიც.

ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა გია უდესიანმაც. "მე ოჯახის წევრების კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. 

არიან ჯგუფები, ვინც შავბნელ პიარს აგორებენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, არსებობენ ძალოვანი უწყებები, რომლებიც იმედია, ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს", - განაცხადა მან.

ბოლო ინფორმაციით, გამოძიებას მკვლელობაში ბრალდებული პირის ფოტორობოტი სავარაუდოდ, უკვე გააჩნია. სამართალდამცავებმა ასევე შეისწავლეს მოტოციკლი, რომელიც მკვლელს ეკუთვნოდა. ამოღებულია მკვლელობის ადგილიდან ვიდეოკადრებიც. ბესო ხარძიანის ოჯახი ადვოკატის მალხაზ სალაყაია ადასტურებს, რომ გამოძიებას სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს.