ვინ და რატომ მოკლა ბესიკ ხარძიანი (ვიდეო)
20:28:10     28-03-2015
მკვლელობა ვაკეში. მოკლულია ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანი. მას მოტიციკლიდან რამდენჯერმე მაშინ ესროლეს, როდესაც კორპუსის სადარბაზოში შედიოდა. მოგვიანებით, მოტოციკლი, საიდანაც ბიზნესმენს ესროლეს, ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ავტოფარეხთან იპოვეს.
მოკლულის ახლობლების განცხადებით, მკვლელობა ხარძიანის ქონებასა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირდება. თუმცა, გამოძიებას ამ მომენტამდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა რომ ხარძიანის ოჯახის მტკიცებით, მკვლელობა შეკვეთილი იყო.
ვინ და რატომ მოკლა ბიზნესმენი, წესით პროკურატურამ უნდა გაარკვიოს და საზოგადოებას აცნობოს. მანამდე კი, "მესამე, უკეთესი წლით" აღფრთოვანებულ საქართველოს მოქალაქეებს ისღა დაგვრჩენია, რომ მკვლელობებს, ყაჩაღობებსა და სისხლიან გარჩევებს, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, გაგებით მოვეკიდოთ.