კალმარები “რომანო”
12:18:36     12-03-2011
მასალა: კალმარები - 600 გრამი, კრევეტები – 4 ცალი, მომზადებული ტომატის სოუსი – 100 გრამი, არაჟანი – 50 გრამი, არაქისი – 1-2 სუფრის კოვზი, მარილი – 1/2 ჩაის კოვზი.
კალმარები და კრევეტები ვხარშოთ მზადყოფნამდე. ტომატის სოუსი ავურიოთ არაჟანს. კალმარები და კრევეტები მოვათავსოთ თეფშზე, დავამატოთ არაქისი და მომზადებული სოუსი. შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილითაც და გარნირად მივირთვათ ბრინჯი ან მაკარონი.