მსხალი ღვინოში
12:15:48     12-03-2011
მასალა: 6 მსხალი, 1/2 ჭიქა ქიშმიში, 250 მლ მაგარი, ტკბილი ღვინო, 1 ლიმონის წვენი, 125 მლ წყალი, 3 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი გაწმენდილი ფიჭვის კაკალი.
ქურა გავაცხელოთ 175 ცელსიუს გრადუსამდე. პატარა დანის მეშვეობით, მსხლები შუაზე გავჭრათ და გული ამოვაცალოთ. მოვათავსოთ მსხალი ქვაბში, გარშემო შემოვუწყოთ ქიშმიში, დავასხათ ღვინო, წყალი, ლიმონის წვენი, დავუმატოთ შაქარი და ქურაში მოვამზადოთ, 20 წუთის განმავლობაში. პერიოდულად კოვზით ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ფიჭვის კაკალი და გავაჩეროთ მანამ, ვიდრე მსხალი ნაზი არ გახდება.