ყაჩაღური თავდასხმა 62 წლის ქალბატონზე - რა ხდება ზუგდიდში?

  11:25:44     17-03-2015

62 წლის გული მალაზონია, რომელიც დაუდგენელმა პირებმა გუშინ გაძარცვეს, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსთა განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ცნობისთვის, ძარცვა ზუგდიდის ცენტრში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მოხდა. მალაზონია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მუშაობდა. 

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს ორი ავტომანქანა აედევნა, რომლებმაც გზა ჩაუკეტეს და იარაღის კონდახით მალაზონიას მანქანის საქარე მინა ჩაამტვირიეს, რის შემდეგაც ბოროტმოქმედებმა ქალს სახეში მხუთავი გაზი შეასხეს და ქალბატონს ჩანთია წაართვეს. უცნობია რა რაოდენობის თანხაა გატაცებული,

ერთ-ერთი ვერსიით საუბრია, 15 ათასი ლარზე. ძარცვის შემდეგ ბოროტმოქმედებმა კუთვნილი ავტომობილი ინციდენტის ადგილიდან მოშორებით გამარჯვების ქუჩაზე მიატოვეს და მიიმალნენ. შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.

გული მალაზონია ერთადერთი არ არის ვისაც ზუგდიდში თანხა გასტაცეს. როგორც მალაზონიას კოლეგა ციცინო დანელია „პრესა.ჯი“-ს უყვება, გასული წლის 22 სექტემბერს მას ჩანთა იმ დროს წაართვეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა.

მძარცველები მას ლიფტთან დახვდნენ და ელექტროშოკის გამოყენებით ხელჩანთა წაართვეს, სადაც დაზარალებულის მტკიცებით, 500 ლარი ედო.

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის თანამშრომელი ქალბატონი ოლია ტავლოვის თქმით კი მას საკუთარ სახლთან თავს დაესხა უცნობი პირი.

შემთხვევა 2013 წელს მოხდა. მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და ჩანთა წაართვეს რომელშიც 3000 დოლარი და 2000 ლარი იყო:

„თავს დაუცველად ვგრძნობთ, ძალიან გვეშინია, გამოყარეს ციხეეიდან ყაჩაღები რომლებიც მოგვადგნენ მშრომელ ხალხს“,- აცხადებენ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დასაქმებული ქალბატონები.