მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 27 წლის ახალგაზრდა დაცხრილული იპოვეს
10:41:33     17-03-2015
„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გუშინწინ, დიღმის მასივში 27 წლის მამაკაცი
საკუთარ მანქანაში დაცხრილული იპოვეს.
მას სავარაუდოდ, ორი ტყვია - თავსა და გულის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
გარდაცვლილი ერთ-ერთი ფირმის თანამშრომელი იყო. შესაბამისად, მისი მეზობელი აცხადებს რომ მკვლელობა, შესაძლოა, ფულს უკავშირდებოდეს. თუმცა სხვა ვერსიასაც არ გამორიცხავენ.
განსხვავებული ინფორმაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მეტიც, როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, მკვლელობას ადგილი არ ჰქონია.
გომელაურის უწყებამ საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
„მიმდინარეობს გამოძიება, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ საქმე 115-ე მუხლით აღიძრა. მამაკაცს ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
„პრესა.ჯი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და მომხდარის ირგვლივ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.