ბოსტნეული ცხარე კუპატთან ერთად
19:54:13     16-03-2015
ინგრედიენტები:
კარტოფილი
1 კგ
კუპატი
400 გ
პამიდორი ჩერი
200 გ
მარილი და პილპილი
ნიორი
2 კბილი
რეჰანი ან შაშკვლავი
ცხარე , ღორის ხორცის კუპატი წინასწარ რამდენიმე წუთი ვხარშოთ. ასე ზედმეტი ცხიმი გაუვა. გადავწუროთ, დავჭრათ რგოლებად.
დავჭრათ კარტოფილიც, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, ამოვურიოთ რომ ცხიმი ყველგან მოხვდეს, დავამტოთ დაჭყლეტილი ნიორი, კუპატის ნაჭრები და შევდოთ ღუმელში 180-200 გრადუსზე. პერიოდულად ამოურიეთ. კარტოფილი რომ დარბილდება, კერძს დავამატოთ შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდვრები და შევაბრუნოთ ღუმელში 10-15 წუთი. ბოლოს მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაჭრილი რეჰანი ან სხვა სასურველი მწვანილი და ამოურიეთ.